კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოკუპაციის მუზეუმში 2008 წლის ომის კადრებს აღარ უჩვენებენ

ნახვები: 649 ოკუპაციის მუზეუმში 2008 წლის ომის კადრებს აღარ უჩვენებენ

დაბომბილი გორი, დევნილების კოლონა და ომის შედეგად გაჩენილი ხანძარი ბორჯომის ტყეში - კადრებს, რომელიც რუსეთის სისასტიკეს ასახავდა, ოკუპაციის მუზეუმში აღარ აჩვენებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს, სადაც წერენ, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში აღარ არის 2008 წლის ომის ამსახველი კადრები, რომელიც მუზეუმის პირველ დარბაზში, პროექტორის საშუალებით უჩვენებდნენ წლების განმავლობაში.

კადრები, სავარაუდოდ, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარაა ექსპოზიციის ნაწილი. ოკუპაციის მუზეუმში ამის მიზეზად პროექტორის დაზიანებას ასახელებენ. თუმცა, პასუხი არ აქვთ კითხვაზე - როდის დაზიანდა პროექტორი ან როდის დაბრუნდება გამოფენის ნაწილად რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური მასალა.

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა, საგამოფენო სივრცეს 2008 წლის ომის ამსახველი პროექცია მუზეუმის ექსპოზიციას მოგვიანებით დაემატა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა