კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გაერო - რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე

ნახვები: 628 გაერო - რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე

რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.

„გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის დანგრევით. რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესახებ“,-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, ისინი გააგრძელებენ მუშაობას დაზარალებულ ხალხთან წვდომის მოსაძებნად.

„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა უკრაინაში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, დენის ბრაუნმა.

შეგახსენებთ, 6 ივნისს, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რის შედეგადაც დაიტბორა დასახლებული პუნქტები და ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება. კახოვკის კაშხლის აფეთქებას, სულ მცირე, 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა