კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„რუსული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება“ - ოქრიაშვილი

ნახვები: 509 „რუსული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება“ - ოქრიაშვილი

„რუსული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება“ - ამის შესახებ განცხადებას "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი ავრცელებს. 

კახა ოქრიაშვილის თქმით, "ქართული ოცნება ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს"

„რუსული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის ის სერია, რომელიც ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს. „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, მზადაა, გააჩაღოს სამოქალაქო ომი და იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება. 

დიახ, „ქართულ ოცნებას“ სურს ომი ხელისუფლებაში დასარჩენად და მათი მოქმედებები არის პირდაპირ სისხლისმღვრელი ომისკენ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები. მოღალატე ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება. 

ერთადერთი გზა, რომ ქვეყანას ომი ავაცილოთ თავიდან, არის „ოცნების“ დამარცხება 2024 წლის არჩევნებზე. „რუსულ ოცნებას“ ან არჩევნების გზით გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, ან ქვეყანაში სამოქალაქო ომს გააჩაღებენ. 

რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, „რუსული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ არჩევნების და არა ომის გზით."- აცხადებს ოქრიაშვილი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა