კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ნახვები: 524 პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

„სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა