კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ

ნახვები: 570 ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

მედიის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ზომების მიღებას მანამდე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაზე, ასევე, სანქციებს ახალი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.

როგორც მედია წერს, სანქციები შეეხო 70 ფიზიკურ და 30 იურიდიულ პირს.

გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას „დრუჟბას“ ნავთობსადენის სამხრეთის მიმართულებით.

„დღეს ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლასა და ინდივიდუალურ ჩამონათვალს“, – წერია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის „ტვიტერის“ გვერდზე.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ მიესალმება სანქციების მე-11 პაკეტზე პოლიტიკურ შეთანხმებას.

„ეს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს პუტინს ექსპორტის გამკაცრებული შეზღუდვებით, რომელიც მიზნად ისახავს კრემლის მხარდამჭერ სუბიექტებს. ჩვენი გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი ხელს შეუშლის რუსეთს სანქცირებული საქონლის ხელში ჩაგდებაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა