კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევგენი პრიგოჟინი - ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა

ნახვები: 655 ევგენი პრიგოჟინი - ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ვაგნერის სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმას, მათი მხრიდან საპასუხო მოქმედები მოჰყვება. ამის შესახებ საუბარია აუდიოჩანაწერში, რომელიც პროგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამ-არხში გაავრცელა.

„ვაპირებ, შევაჩერო ბოროტება, რომელსაც ატარებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. გავანადგურებ ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“, – განაცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა.

პრიგოჟინი პირობას დებს, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ შემდეგ გასამხედროებულ ჯგუფს უკრაინის ფრონტზე დააბრუნებს.

პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.

ევგენი პრიგოჟინმა გამოცხადებული კამპანიის მიზნად, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გასამართლება დაასახელა. ამასთან, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო ხელისუფლება, მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას“.

„ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“, – აღნიშნა ევგენი პრიგოჟინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა