კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ბიბისი“ - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებაში განგაშია

ნახვები: 648 „ბიბისი“ - რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებაში განგაშია

„ბიბისის“ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მოსკოვის განყოფილებაში განგაშია.

„ბიბისის“ რუსული ბიუროს ინფორმაციით, ამას ადასტურებს წყარო სამხედრო წრიდან, რომელიც მოსკოვის გარნიზონში განგაშის შესახებ იუწყება.

გავრცელებული ცნობით, დონის გზატკეცილზე (ეს არის მოსკოვი-ვორონეჟი-დონის როსტოვის გზა), რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ეროვნული გვარდიის ჯარების სპეციალური სწრაფი რეაგირების დანაყოფების მხარდაჭერით მოაწყო საგზაო ბლოკპოსტები. მორიგეებს ევალებათ ცეცხლის გახსნა „საფრთხის შემთხვევაში“. ამავდროულად, ტექნიკა მზადყოფნის რეჟიმშია, მაგრამ დანაყოფებს მისი წინსვლის ბრძანება ჯერ არ მიუღიათ.

კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ მოსკოვის უსაფრთხოების ძალები მზადყოფნაში არიან და დედაქალაქში წესდება გეგმა „ციხესიმაგრე“ – ეს არის გეგმა შსს-ს ობიექტების დასაცავად. ამ გეგმაში თანამშრომელთა ზუსტი ქმედებები სახელმწიფო საიდუმლოებას ექვემდებარება, თუმცა ღიად ცნობილია, რომ შსს-ს შენობებში შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა