თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 538 შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.

„შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემა – „ნოდარ მელაძის შაბათი“-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა იმ პროდუქციის გატანა, ამ შემთხვევაში სიუჟეტში დასახელებული საყოფაცხოვრებო ელექტრო-ტექნიკის, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში და რომელზეც ვრცელდება ევროპის საბჭოს მიერ 2014 წლის 31 ივლისის (EU) №833/2014 მიღებული რეგულაციის მოთხოვნა, (რომელიც გულისხმობს ელექტრო-საქონლის ევროკავშირიდან ექსპორტის აკრძალვას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით) დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ საქონლის საცალო ღირებულება არ აღემატება 750 ევროს.

ამასთან, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ და საქონელი მიემართება რუსეთის რესპუბლიკის ან ბელარუსის დანიშნულებით (მათ შორის, ექსპორტი და რეექსპორტი), ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს, მოწმდება ყველა მსგავსი ოპერაცია და კომპანიის ან პროდუქციის სანქციების სიაში არსებობის შემთხვევაში არ ეძლევა ოპერაციის განხორციელების უფლება.

სანქციების აღსრულების კუთხით, საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ, ინფორმირებულია ყველა ჩვენი პარტნიორი უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია.

აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა