პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი კობახიძე - სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, ეს არის ჩვენი პოლიტიკა

ნახვები: 469 ირაკლი კობახიძე - სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, ეს არის ჩვენი პოლიტიკა

სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, ეს არის ჩვენი პოლიტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპონენტები როდესაც ავრცელებდნენ ტყუილებს, მმართველი გუნდის მხრიდან ვრცელდებოდა სათანადო ინფორმაცია, რათა, საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტუროს, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა. სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ჩვენ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ყოველ ჯერზე, როდესაც ვრცელდებოდა ტყუილები ოპონენტების მხრიდან, ვავრცელებდით სათანადო ინფორმაციას, რათა, საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტუროს, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება. ეს არის პრაქტიკა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა