კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სასამართლომ ბექა გრიგორიადისი წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ნახვები: 650 სასამართლომ ბექა გრიგორიადისი წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რაც შეეხება პოლიციისათვის შეურაცხყოფის ფაქტს, ამ ბრალდებით მოსამართლემ საქმე შეწყვიტა და განმარტა, რომ არ დადასტურდა.

ბექა გრიგორიადისის ადვოკატი ფეისბუქლაივის გამო წვრილმან ხულიგნობაში ბექა გრიგორიადისის გამტყუნებას შემაშფოთებელს და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

თავად ბექა გრიგორიადისის განცხადებით, ფეისბუქვიდეოში მისი ბილწსიტყვაობა ტროლებს ეხებოდა და არა პოლიციელებს.

მისივე განმარტებით, ჯერ 2 000 ლარით, დღეს კი 800 დაჯარიმება, უკანონოა და მიუთითებს, რომ „მოსამართლეები ქართულ-ჯიგრულ პუნქტში იღებენ გადაწყვეტილებებს“.

როგორც ბექა გრიგორიადისი ამბობს, მის წინააღმდეგ მიღებული ჯარიმის გადაწყვეტილებები აფიქრებინებს, რომ მის შვილს, ლაზარე გრიგორიადისსაც „შეუკერავენ“ საქმეს და იმას მიუსჯიან, რაც მათ სურთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა