კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ქადაგიშვილი - ნათელია დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ და „გლობალური ომის“ პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინეს

ნახვები: 545 ირაკლი ქადაგიშვილი - ნათელია დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ და „გლობალური ომის“ პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინეს

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების მომსწრე ვიყავით და ჯერჯერობით კიდევ არ არის ნათელი, რასთან გვქონდა საქმე. თუმცა ნათელი გახდა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ის მოუთმენლობა და დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ და „გლობალური ომის“ პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინეს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დავკეტოთ ლარსი“, „შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი“, „მოვიწვიოთ უშიშროების საბჭო“, „მოვახდინოთ ჯარების სასწრაფო მობილიზაცია“ – ეს ყველაფერი ყვავილები იყო იმასთან შედარებით, როდესაც პირდაპირ ითქვა, რომ ახლა უკვე დამდგარი არის ის გეოპოლიტიკური ჟამი, როდესაც ჩვენ ომით დაკარგული ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ. ანუ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებზე უნდა გადავსულიყავით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ასეთმა გაუთვლელმა, იმპულსურმა, პირად ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე აგებულმა ნაბიჯებმა მისცა პუტინს საშუალება, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მისი აგრესია განეხორციელებინა.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რამდენად უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს. ამავდროულად, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახა და შეაფასა თუ რას ნიშნავს ისეთი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგებს სახელმწიფოს. მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, ბოლომდე ვიყოთ ერთგული იმ კურსისა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და რომელიც არის გამარჯვების კურსი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა