თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არჩილ თალაკვაძე - პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუის და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის

ნახვები: 556 არჩილ თალაკვაძე - პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუის და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის

 

პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუისა და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის ამ დარბაზში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის მთელ პერიოდში ერთპარტიული პარლამენტი ჰქონდა.

„არც კი გიცდიათ, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული, არც საარჩევნო რეფორმები გაგიტარებიათ, ჩვენ კი რვა არჩევნები მოვიგეთ. ახლაც შუალედური არჩევნები მოვიგეთ. საარჩევნო რეფორმას რომელს ეძახით, თქვენი პრინციპით რომ ტარდება? ანუ სანამ არ მოიგებთ, რომ არ ენდობით და არ გჯერათ შედეგების?“ – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში არა მარტო საარჩევნო რეფორმა, არამედ სასამართლო რეფორმაც წარმატებულია.

„გუშინწინ ერთ-ერთმა თქვენმა საყვარელმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა მოუგო ყოფილ დამსაქმებელ ტელევიზიას საქმე სასამართლოში. თქვენ იყავით ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს სამსახურიდან და სასამართლო სამართალს არ ადგენსო. რომელმა გააკეთეთ განცხადება ან რა გამოხმაურება გქონდათ საერთოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით?“ – მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის წინააღმდეგ მუშაობს.

„ევროკავშირის წინააღმდეგ რომ მუშაობთ, ეს ახალი ამბავი ახლა გაიგეთ? გუშინ თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა, საქართველომ სტატუსი რომ მიიღოს, ხელისუფლებას ეს ძალიან დაეხმარება და არ უნდა მიიღოსო. ეს არის სწორედ ფარისევლობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა