Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

უეფა-ს აღმასკომი - ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონიც ითამაშებს

ნახვები: 595 უეფა-ს აღმასკომი - ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონიც ითამაშებს

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონიც ითამაშებს, რადგან უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება გაითვალისწინა – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა.

„დღეს უეფა-ს აღმასკომის სხდომა გაიმართა. მე გახლავართ ახალგაზრდული და მასობრივი ფეხბურთის განვითარების კომიტეტში თავმჯდომარის მეორე მოადგილე. დღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება დამტკიცდა. ეს ეხება ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას, სადაც შეზღუდული იყო ქვეყნების რაოდენობა. ფედერაციაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ერთხელ ითამაშა „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა და შემდეგ – „საბურთალომ“. ამ ტურნირზე ჩვენი მონაწილეობა სხვებზე იყო დამოკიდებული, ასევე – საკლუბო რეიტინგზე.

ჩვენ რადგან ტურნირზე გარანტირებული ადგილი არ გვქონდა, შარშან კომიტეტის სხდომაზე დავსვი საკითხი, უეფა-ს აღმასკომს განეხილა წინადადება, რომ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ქვეყანას ეთამაშა, არგუმენტად მოვიყვანე ბევრი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ფეხბურთს განვითარება.

სასიხარულია, რომ უეფა-მ გაითვალისწინა ეს საკითხი, რომელიც სხდომაზე დღეს გავიდა და დააკმაყოფილეს ჩვენი წინადადება. ქართულ კლუბებს შევპირდით, რომ ამ საკითხის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას შევეცდებოდით. უეფა-ს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენი წინადადება გაითვალისწინა. ახალი წესით გათამაშება უკვე შემდეგ წლიდან, 2024-25-ის სეზონიდან დაიწყება და საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ითამაშებს“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ დავით მუჯირმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა