კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტი - ნატო-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლო ჩანს - “რბილ ომში”, რომელიც რუსეთთან გვაქვს, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა

ნახვები: 615 პრეზიდენტი - ნატო-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლო ჩანს - “რბილ ომში”, რომელიც რუსეთთან გვაქვს, ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა

ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველის ხალხის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ვფიქრობ ევროკავშირში მოხვედრის დიდი შანსები გვაქვს და ევროკავშირისა და ნატოს გზები ძალიან პარალელურია, საქართველო ძალიან აქტიური იყო ნატო-სთან ურთიერთობებში, აქტიურად იყო ნატო-ს მისიების წევრი ერაყსა და ავღანეთში. ჰქონდა ნატო-ს წვრთნები ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გვქონდა.

ასე რომ, ნატო-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლოდ ჩანს, ვინაიდანნ, უკრაინამ ფაქტობრივად დააჩქარა ასოცირებული ტრიოსთვის და ალბათ სხვებისთვისაც (ბალკანეთისთვის) ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა. რაც შეეხება ნატო-ს, შემდეგ სამიტზე ცენტრალური თემა უკრაინა იქნება, ყველამ ვიცით ეს, და უსაფრთხოების გარანტიები იქნება უკრაინისთვის, არ ვიცი რა ტიპის, და ეს ნორმალურია. ეს არის ის, რასაც უკრაინა დღეს იმსახურებს და არანაირი ფორმის შეჯიბრი არ არსებობს და უკრაინის ნებისმიერი წინსვლა ნამდვილად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.

მაგრამ ევროკავშირი გადამწყვეტ მომენტშია, საქართველოს სჭირდება წლის ბოლო კანდიდატის სტატუსის მიღება. [ევროპული] პერსპექტივა მოგვცეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფია საქართველოსთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ არის, როგორც ეს ბევრი წლის განმავლობაში იყო. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა და ამ “რბილ ომში,” რომელიც რუსეთთან გვაქვს, ვფიქრობ ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა. ასე რომ, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება დაემატოს, ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს, მაგრამ კვლავ - ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა