პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყის, თუ ავღანეთის მისია, ყველგან ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით ვაჩვენეთ, რას ნიშნავს, იყო ერთგული პარტნიორი

ნახვები: 551 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყის, თუ ავღანეთის მისია, ყველგან ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით ვაჩვენეთ, რას ნიშნავს, იყო ერთგული პარტნიორი

ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყის, თუ ავღანეთის მისია. ყველგან ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით, ვაჩვენეთ, რას ნიშნავს, იყო ერთგული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის პირნათელი ყველას წინაშე.

„მინდა, სიამაყით აღვნიშნო და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ისევე როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველომ და ქართულმა ჯარმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თავი არ დაზოგა არცერთმა სამხედრომ. ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყის მისია, ავღანეთის მისია თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი მისია. ყველგან ვიყავით წარმოდგენილი ღირსეულად და ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით, გაუტეხელი სულით ვაჩვენეთ, რას ნიშნავს, იყო ერთგული და ღირსეული პარტნიორი. ჩვენ ეს ღირსეული პარტნიორობა და ერთგულება დავუმტკიცეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელ მეგობრებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს და მხარდამხარ ვომობდით, ვიბრძოდით, ვიცავდით საერთაშორისო მშვიდობას, ვებრძოდით ტერორიზმს. ამ ბრძოლებში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა მეომრებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს, საკუთარი სისხლი. 32 გმირი შეეწირა ამ მისიას. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. ასეულობით ჩვენმა გმირმა ჯარისკაცმა, ჩვენმა ძმებმა გაიღეს ყველაზე ძვირფასი – ჯანმრთელობა.

საქართველო არის პირნათელი ყველას წინაშე. ჩვენ ყოველთვის ღირსეულად ვმოქმედებდით და ღირსეულად ვმოქმედებთ დღესაც. ჩვენ ამაყად წარმოვადგენდით ჩვენს ამაყ, თავისუფლებისმოყვარე ხალხს, ჩვენს ერს და ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა იმედი იმისა, რომ ჩვენი ღვაწლი და თქვენი ღვაწლი სათანადოდ იქნება დაფასებული. ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, გეკუთვნით თქვენ, ეკუთვნის ჩვენს ჯარს, ეკუთვნის ზოგადად ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას ამ მიმართულებით. ჩვენ ვართ მოწოდებული და მოტივირებული, გავაგრძელოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის პროცესი, ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი. ჩვენ ყოველთვის მადლიერებით აღვნიშნავთ იმ წვლილს და ღვაწლს, რომელიც მიუძღვით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის, მომზადების პროცესში. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ მადლიერნი. მადლობას ვუხდი ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა