პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს

ნახვები: 548 ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს

დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს - დიდი ინტერესით ველით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დემოკრატიული რეფორმების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. მე მქონდა შესაძლებლობა გენერალური მდივნისთვის გამეზიარებინა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე, გავცვალეთ მოსაზრებები და დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ საქართველოს უსაფრთხოებას. მინდა ქალბატონ გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და დიდი ინტერესით ველით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ევროპის საბჭოსთან 2024-2027 წლებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს.

"საქართველოსთვის ევროპის საბჭოსთან სამოქმედო გეგმა არის ღირებული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ასევე, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ეს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან," - აღნიშნა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა