კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს

ნახვები: 520 უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს

უკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა.

“[ნატო-ს] სამიტამდე შედეგი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ ყოველი მეტრი სიცოცხლედ ღირს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემოდგომას უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ მისი გაგრძელება არ შეეძლო ვინაიდან არტილერია არ ჰქონდათ.

“ამ შემოდგომას კონტრშეტევა დავიწყეთ და შედეგი გვჭირდებოდა… გავჩერდით, ვინაიდან, შემდგომ სვლა არ შეგვეძლო. წინსვლა ხალხის დაკარგვას ნიშნავდა, ჩვენ კი არტილერია არ გვქონდა…

ძალიან ფრთხილად ვართ ამ მხრივ. სწრაფი რაღაცები ყოველთვის უსაფრთხო არ არის. თუ მეტყვიან, რომ გავა ორი თვე და ათასობით ადამიანი მოკვდება, ან გავა სამი თვე და ნაკლები ადამიანი მოკვდება, რა თქმა უნდა, ბოლო ვარიანტს ავირჩევ… დროსა და ხალხს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მდგომარეობა და საერთაშორისო იმიჯი შეაფასა, და აღნიშნა, რომ “ჩემი მოკვლა მხოლოდ რუსეთში სურთ, მისი მოკვლა კი მთელ მსოფლიოს სურს.”

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა