კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რა ინფორმაცია მიაწოდეს ისრაელის მეკარეს პენალტების მოგერიებაში მატჩამდე?!

ნახვები: 707 რა ინფორმაცია მიაწოდეს ისრაელის მეკარეს პენალტების მოგერიებაში მატჩამდე?!

ისრაელის მედიის ცნობით, მეკარე დანიელ პერეცს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან პენალტების სერიაში დაეხმარა წინასწარ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც სამწვრთნელო სტაფმა მიაწოდა, – ინფორმაციას Sport5.co.il-ი ავრცელებს.

„დინამო არენაზე“ გამართულ ევრო 2023-ის მეოთხედფინალში დანიშნული პენალტების სერიისას ისრაელის ნაკრების მეკარე დარტყმამდე კარის უკან ფურცლებს ათვალიერებდა. მან გამოიცნო გიორგი გაგუას დარტყმის მიმართულება და ბურთი მოიგერია. მეხუთე პენალტზეც მიმართულებას მიხვდა, მაგრამ საბა ხვადაგიანმა ბურთი ძელს მოარტყა.

„მას ეს კიდევ ერთხელ გამოუვიდა – ნახეთ, რა დაეხმარა ისრაელის ნაკრების მეკარეს გადამწყვეტი პენალტის მოგერიებაში. დანიელ პერეცი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ნაკრებს ირლანდიასთან პენალტების სერია მოაგებინა  და ახალგაზრდულ ევროზე გაიყვანა. ამ თამაშის შემდეგ მან აჩვენა ჩანაწერი, სადაც მითითებული იყო, რომელი მიმართულებით უმიზნებდნენ მეტოქის პენალტების შემსრულებლები.

საქართველოს წინააღმდეგ ევრო 2023-ის მეოთხედფინალში დანიელ პერეცმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა და რამდენიმე წუთში ჩანაწერი ისევ გამოჩნდა. მესამე ქართველის (გიორგი გაგუას) პენალტზე პერეცი მარჯვენა მხარეს გადახტა. ფურცელზე ზუსტად ასე ეწერა“, – წერს ისრაელის გამოცემა Sport5.co.il-ი.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა