კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ამილახვარი - ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინონ

ნახვები: 566 გიორგი ამილახვარი - ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინონ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

როგორც მან თბილისის 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ცენტრი სრულად არის მოწესრიგებული იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა მშვიდ გარემოში გამოავლინონ.

„ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 24 საგამოცდო ცენტრი. წელს დავამატეთ ქალაქ ამბროლაურში, ვინაიდან გვინდა, რომ ყველა ადგილზე ხელმისაწვდომი იყოს სერვისი. პირველი დღეა, ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის. ყველა ცენტრი არის სრულად მოწესრიგებული, ჩვენმა გუნდმა ამისთვის ძალიან ბევრი იმუშავა, ყველა დავტესტეთ. არის როგორც ტექნოლოგიურად, პროგრამულად გამართული კომპიუტერები, ასევე გაგრილების სისტემა. საჭიროების შემთხვევაში გვყავს ექიმები. ყველა მხრივ შექმნილია ისეთი გარემო, რომ აბიტურიენტებმა, მშვიდად და წყნარად თავიანთი ცოდნა გამოავლინონ“, - განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა