Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

„თბილისობა“ აღარ ჩატარდება

ნახვები: 529 „თბილისობა“ აღარ ჩატარდება

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება" ,- ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, თანხა რომელიც თბილისობისთვის იყო გამოყოფილი დახმარების ფონდში გადაირიცხება.

„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.

ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.

9 ოქტომბრის 13:10 საათისთვის შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი - 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 7 - გარდაცვლილი.

ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება. მათგან 3 - ბავშვია.

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა