კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება, ისევე, როგორც ზელენსკის მხრიდან არ ღირდა სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება

ნახვები: 498 იაგო ხვიჩია - არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება, ისევე, როგორც ზელენსკის მხრიდან არ ღირდა სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება

არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება, ისევე, როგორც ახლა ზელენსკის მხრიდან არ ღირდა სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეყვანათ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

„პირველი პარტია ვიყავით, „ნაცმოძრაობაზე“ წინაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეყვანათ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. როდესაც ამას ვამბობდით, ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი პრობლემას შექმნიდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან. არ ღირდა მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინის ხელისუფლებასთან საქმის გაფუჭება. ისევე, როგორც ახლა ზელენსკის მხრიდან არ ღირდა სააკაშვილის გამო საქართველოსთან საქმის გაფუჭება. ზოგადად, ეს არის ასეთი ფაქტორი და ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ამის შესახებ ქოცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჩუქრად გაეგზავნათ სადმე და ამისთვის დაერქვათ მისი სამკურნალოდ გადაყვანა – ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და არ მივიდოდით აქამდე. ახლა საქმე გაფუჭებულია. ამ გაფუჭებული საქმის ფარგლებში ტყუილ-მართლის გარჩევა უბრალოდ ჭირს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა