კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს

ნახვები: 496 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური სადგურზე თავდასხმის სიმულაციას გეგმავდნენ.

„გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე სადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს. შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, მაგრამ იქნებ მათ აქვთ სხვა სცენარი?. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება, რაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, რუსეთისთვის ახალი ბოროტების ჩადენის საბაბი გახდეს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა პარტნიორების მნიშვნელობაზეც. ზელენსკიმ დღის განმავლობაში მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. მან ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე მხარდაჭერისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა