კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს

ნახვები: 558 ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს

ზუსტად ერთი კვირა დარჩა ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის საკვანძო დღემდე. ეს ნიშნავს ერთ კვირას ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკვანძო მომენტამდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს. ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ უკრაინის ქალაქებში თავშესაფრების ხელმისაწვდომობის საკითხზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ამდენი ხნის შემდეგაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში თავშესაფრების ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. სახელმწიფო არ მოითმენს ასეთ უმოქმედობას. ეს არის ადგილობრივი ლიდერების პასუხისმგებლობა. ქვეყნის ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს რესურსი თავშესაფრების ასაშენებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ გმირებს, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველა ქვედანაყოფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა