თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას

ნახვები: 621 დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას, – ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.

მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, დაჩქარდება იმის გამო, რომ უკრაინის არმია უკვე შეიარაღებულია ალიანსის მიერ მიწოდებული ტექნიკით.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ, ზბიგნევ რაუმ გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება დაჩქარებული წესით, რაც გამოიყენა ფინეთმა, როდესაც იგი შეუერთდა ალიანსს ამ წლის დასაწყისში.

„პოლონეთის პოზიცია აქ ძალიან მკაფიოა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ ალიანსის ინსტიტუციურ განზომილებაში, რომ მოხდეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურების ადაპტირება ალიანსის სტანდარტებთან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს აქვთ „დიდი გამოცდილება ნატო-ს სტანდარტული აღჭურვილობის და ნატო-ს ტაქტიკის გამოყენებაში“ და ამან უნდა შეამციროს ალიანსში შესვლის დრო.

„პროცესი, რომლითაც შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს გაწევრიანების შესახებ და საბოლოოდ ფინეთი შეუერთდა ნატო-ს, იყო შემოკლებული, რადგან ვაღიარეთ, რომ ისინი არიან მაღალკვალიფიციური სამხედრო ძალა. ვფიქრობ, რომ გვაქვს ვალდებულება, ვაღიაროთ რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები ბოლო 18 თვის განმავლობაში“, – აღნიშნა კლევერლიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა