კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თანაინვესტირების ფონდში - გიორგი ბაჩიაშვილი, წლებია, ფონდში დირექტორის თანამდებობას არ იკავებს, არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მის საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებენ

ნახვები: 560 თანაინვესტირების ფონდში - გიორგი ბაჩიაშვილი, წლებია, ფონდში დირექტორის თანამდებობას არ იკავებს, არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მის საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებენ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წლებია, ფონდში დირექტორის თანამდებობას არ იკავებს, არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„გიორგი ბაჩიაშვილი, უკვე წლებია, აღარ არის ფონდში დირექტორის პოზიციაზე. ის არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. შესაბამისად, ამ თემაზე საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია მასზე. არც დადიოდა ფონდში ყოველდღიურ რეჟიმში, თავისი პოზიციიდან გამომდინარე.

ეს საკითხი საქართველოს თანაინვესტირების ფონდს არ ეხება. რადგან ის დღეის მდგომარეობით არ არის დირექტორი, ჩვენ მის მაგივრად კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს თანაინვესტირების ფონდის პრესსამსახურში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა