კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ყოველდღიურად ეცემა აცრის მაჩვენებელი - ამირან გამყრელიძე

ნახვები: 367 ყოველდღიურად ეცემა აცრის მაჩვენებელი - ამირან გამყრელიძე

„ყოველდღიურად ეცემა აცრის მაჩვენებელი, დღეს შვიდი ათასამდე იყო ეს სტატისტიკა, რაც ძალიან ცოტაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, დღეს, მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 30,5 %-ია ორჯერადად აცრილი.

"ვთხოვ ყველას, რომ მივმართოთ ვაქცინაციის ცენტრებს. ვაქცინის რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია და ყველა უნდა იყოს ვაქცინირებული. მომავალ კვირაში მზადდება ე.წ. მარათონი 50 დიდ სოფელში, სადაც გვინდა მაქსიმალური მოცვა იყო სოფლების მოსახლეობის და ადგილზე მობილური ჯგუფები, სოფლის ექიმების საშუალებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აცრიან, რადგან თუ ჩვენ ვერ მივედით 60-70 %-მდე მოსახლეობის ვაქცინაციის იქნება ძალიან რთული. დღეს მხოლოდ 30,5 %-ია მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადად აცრილი. დღეს გადავაჭარბეთ პირველად ერთი აცრით მილიონ ადამიანს, გადაილახა ეს მილიონიანი ზღვარი, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, მთავარია, რომ უნდა იყოს მოსახლეობის სულ მცირე 60-70 % სრულად ვაქცინირებული, რომ შეჩერდეს და მსუბუქად წავიდეს ეპიდემიის მეხუთე ტალღა", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა