კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ მოქალაქეები იკრიბებიან და აცხადებენ, რომ პრაიდის ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებენ

ნახვები: 620 მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ მოქალაქეები იკრიბებიან და აცხადებენ, რომ პრაიდის ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებენ

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ მოქალაქეები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, პრაიდის ფესტივალის ჩატარებას აპროტესტებენ.

მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება, თუმცა ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ.

„ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია. ჩვენი საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მთელი მსოფლიო ამაყობს საქართველოთი და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ, რომ დავრჩეთ ასეთ საამაყო ქვეყნად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

„თბილისი პრაიდმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება და მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ამასთან, 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოუწოდებენ კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა