კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრე დარახველიძე - პრაიდის ღონისძიების მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ არიან გაყვანილი, ვახორციელებთ ღონისძიებებს ვითარების სტაბილიზებისთვის

ნახვები: 561 ალექსანდრე დარახველიძე - პრაიდის ღონისძიების მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ არიან გაყვანილი, ვახორციელებთ ღონისძიებებს ვითარების სტაბილიზებისთვის

კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა დღეს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან მობილიზებული იყო პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობა.

„მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ქონდათ უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინათ თავისი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების. გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შეეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა მოხდეს ვითარების სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.

დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსმალური რაოდენობა, რაც შეიძლება, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, ყველა აქციაზე შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იქნას უზრუნვლეყოფილი და მთლიანად იყოს დაცული განსაკუთრებით როცა საუბარია გაშლილი ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკებზე თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. ხედავთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა დარახველიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა