კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მალხაზ ურთქმელიძე - მიშა სააკაშვილი მშვენივრად არის, გაცილებით უკეთესად და წონაში იმატებს, როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ ციხეში

ნახვები: 616 მალხაზ ურთქმელიძე - მიშა სააკაშვილი მშვენივრად არის, გაცილებით უკეთესად და წონაში იმატებს, როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ ციხეში

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უკეთესად არის და წონაშიც იმატებს.

როგორც ურთქმელიძემ „ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება, მას ციხეში გადაიყვანენ.

ამასთან, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს კლინიკაში სააკაშვილის მოსანახულებლად მისულ პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, რაზეც ურთქმელიძემ განაცხადა:

„არ მოუთხოვიათ შეხვედრა და მეც არაფერი ვიცი. სურვილი თუ ექნებათ, რატომაც არა? ვიცოდი, რომ დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ. „ვივამედის“ ექიმებთან, რა თქმა უნდა, მაქვს კომუნიკაცია. ჩემს პირად საქმეზე ვარ მოსული, მიშათი არ იწყება ცხოვრება. მშვენივრად არის მიშა, დაწყნარდით. გაცილებით უკეთესად არის და წონაში იმატებს. როცა კარგად იქნება, გადავიყვანთ ციხეში. უკეთ არ იყო, რომ ნახეთ სასამართლოში? არ იყო უკეთესად? ფაქტია, კაცმა მოიმატა. როცა ჭამს და საკვებს იღებს ნორმალურად, იმატებს. თუ არ შეჭამს, იქნება ცუდად. კარგად რომ იყოს, წავიყვანდით, რეკომენდაცია უნდა გასცეს კლინიკამ. რადგან კლინიკაში არის, ე.ი. რაღაც საჭიროება არის. მზად ვარ, პოლონელ ექიმებს შევხვდე, თუ სურვილი ექნებათ. რატომ არიან აქ, რა მისიით, ვერ გავიგე“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა