კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია თურნავა აშშ - ის ელჩს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ნახვები: 547 ნათია თურნავა აშშ - ის ელჩს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, აშშ - ის ელჩს, კელი დეგნანს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე და ამასთან, ყურადღება გაამახვილეს USAID - თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე.

„დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოს რთული პერიოდი აქვს, შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დახმარებას და მნიშვნელოვანი კონსულტაციების გაწევას. დასაფასებელია თქვენი ძალისხმევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. ეროვნულ ბანკსა და აშშ - ის საელჩოს შორის მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა სებ - ის რეფორმებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ეროვნული ბანკი დგამს არსებული გლობალური გამოწვევების პირობებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აგრეთვე, მინდა, ხაზი გავუსვა ეროვნულ ბანკსა და USAID - ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში ეკონომიკური განვითარების უდიდესი ხელშეწყობისთვის. უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკურმა დახმარებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდაში. ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა