პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გია ვოლსკი - ხელისუფლება იცავს სახელმწიფო ინტერესებს, განაპირობებს სტაბილურობას, ოპოზიციის ლიდერები კი უზნეო დემაგოგიას მიმართავენ და ოკუპანტის მოკავშირეობას აბრალებენ

ნახვები: 552 გია ვოლსკი - ხელისუფლება იცავს სახელმწიფო ინტერესებს, განაპირობებს სტაბილურობას, ოპოზიციის ლიდერები კი უზნეო დემაგოგიას მიმართავენ და ოკუპანტის მოკავშირეობას აბრალებენ

სახელმწიფოს ინტერესებიდან როცა გამოდიხარ, შეგიძლია, ოპონენტს ნებისმიერ თემაზე დაუპირისპირდე, მაგრამ როცა ლაპარაკობ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული პროექტია, ეს უზნეო საქციელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება თავისი პოლიტიკით ქვეყანაში სტაბილურობას განაპირობებს, მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები უზნეო დემაგოგიას მიმართავენ.

„რუსული თემა იმ ადამიანებმა მოიგონეს, რომლებმაც ტერიტორიების დიდი ნაწილი და სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს. ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესები პრივალირებული ყოფილიყო. ქვეყანა გაყიდეს და დღეს აქეთ აყენებენ პრეტენზიებს რუსული თემის ექსპლუატაციით. უზნეო შემოტევას ახორციელებენ და ხელისუფლებას ოკუპანტის მოკავშირეობას აბრალებენ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არ არის, ხელისუფლება ამას ხელს არ უწყობს. ხელისუფლება იცავს სახელმწიფო ინტერესებს და თავისი პოლიტიკით სტაბილურობას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, როცა ასეთი რეალობა დგება, ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერები უზნეო დემაგოგიას მიმართავენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა