კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტოკიოში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

ნახვები: 583 ტოკიოში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ. თავდასხმა ტოკიოში იმ დროს მოხდა, როდესაც საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას ელჩი თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში. 

თეიმურაზ ლეჟავა მანქანით საელჩოს შენობასთან ახლოს იმყოფებოდა, რა დროსაც ელჩის მანქანას წინ მიმავალმა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, შემდეგ ელჩისთვის უცნობი მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ელჩის ავტომობილის მისამართით ყვირილი დაიწყო. მოგვიანებით კი, მანქანასთან მიიჭრა და იქიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყვანა სცადა. 

იაპონური მედიის ცნობით, თავდასხმა საქართველოს საელჩოსთან ახლოს მოხდა. ინციდენტის შედეგად არც საქართველოს ელჩი და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა