Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ირაკლი კობახიძე - ჯერ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, შემდეგ მოვა ლისზე მომხდარი მოვლენების გამოძიების დრო

ნახვები: 604 ირაკლი კობახიძე - ჯერ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, შემდეგ მოვა ლისზე მომხდარი მოვლენების გამოძიების დრო

გამოძიება ყველაფერს ჭირდება, თუ სადმე რაიმე დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ქრონოლოგიურად, გამოძიება ჯერ 7-8 მარტის ძალადობას უწევს. ჯერ სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, საჭიროა შესაბამისი ადამიანების ბოლომდე პასუხისგებაში მიცემა და ამის მერე მოვა ალბათ დრო, ლისზე მომხდარი მოვლენები იქნას გამოძიებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა 7-8 მარტს ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული.

„7-8 მარტსაც იყო უამრავი ფაქტი, მათ შორის, ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე. ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა, ვანდალიზმი იყო ათასნაირი, რუსთაველი ლამის გადაწვეს. რუსთაველის თეატრს მიახატეს რაღაც ათასი სიბინძურე. ეს ხდებოდა 7-8 მარტს. ლისზე ამის ნახევარიც კი არაფერი მომხდარა. ძალადობა ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული 7-8 მარტს. ამიტომ, ჯერ ყველამ უნდა მოიკითხოს 7-8 მარტის მოძალადეების, ძალადობის საკითხი, მერე ყველაფერი დანარჩენი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა