კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება

ნახვები: 568 ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება. საგარეო უწყების წარმომადგენლები შეხვედრაზე „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლისა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებს განიხილავენ.

მოლაპარაკებებს დისტანციურად დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც. დღის მეორე ნახევარში კი დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთანაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე რამდენიმე დღეა, ანადგურებს მარცვლეულის საცავებს, რაც მსოფლიოში საკვების დიდი კრიზისის შექმნას შეუწყობს ხელს.

„დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვაპირებთ უკრაინის შესახებ ვისაუბროთ. ჩვენთან ერთად იქნება მინისტრი კულება, მაგრამ ამ მომენტში, უკვე მესამე ღამეა, რუსეთის ბომბები ანადგურებს მთელი პორტების ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის საცავს. დაიწვა 60 000 ტონაზე მეტი მარცვლეული. მასობრივი საჰაერო თავდასხმები ინფრასტრუქტურისა და ამ პორტის წინააღმდეგ იწვევს არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ მარცვლეულის საცავის განადგურებას. ეს არის ბარბაროსული დამოკიდებულება, რომელსაც დღეს საბჭო კულებასთან მოლაპარაკებებისას გაითვალისწინებს. ჩვენ გვექნება მეტი ინფორმაცია, მაგრამ რაც უკვე ვიცით, ისაა, რომ ეს გამოიწვევს მსოფლიოში საკვების დიდი კრიზისის შექმნას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე, ბორელმა აღნიშნა, რომ მიესალმება თურქეთის ევროპულ მისწრაფებებს და დაადასტურა, რომ დიპლომატები ამ საკითხზეც იმსჯელებენ.

„თურქეთს სურს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ხელახლა დაწყება, მათ პოლიტიკურ მიდგომაში ევროპული დღის წესრიგი პრიორიტეტი ხდება, ეს კარგი ამბავია. მინისტრებს მოუწევთ, იმსჯელონ, როგორ უპასუხებენ თურქეთის მოთხოვნას. მოგეხსენებათ, უკრაინის კანდიდატურამ ევროკავშირში ახალი დინამიკა შექმნა ჩვენს სამეზობლოში. უკრაინა კანდიდატი თუ იქნება, ის დააჩქარებს პროცესს მთელ ბალკანეთში და, რა თქმა უნდა, თურქეთსაც სურს, იყოს ამ თამაშის ნაწილი“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, მედიის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს, შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის დახმარებისთვის, რაც ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გულისხმობს. ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ამ წინადადებას კოლეგები მხარს დაუჭერენ.

1tv.ge

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა