კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში

ნახვები: 562 ლევან ხაბეიშვილი - „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში

„გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და, ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმის“ თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე.

„მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის პრობლემებზე ორიენტირება, მოქმედებაში მოყვანა, რათა ეს პრობლემები გადაიჭრას. დანარჩენი – ბლა-ბლა-ბლა და სისულელეები – არავის აინტერესებს.

ეს არის „გამარჯვების პლატფორმა“. ჩვენ აუცილებლად დავარწმუნებთ თითოეულ მოქალაქეს, რომ რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად ძალა არის მის ხელში. ამ ქვეყანაში რუსული მთავრობა არ უნდათ და უნდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამაზე ყველა კვლევა საუბრობს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას არცერთ კვლევაში არ აქვს, ფატობრივად, 90%-ზე ნაკლები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა