კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ ამოქმედდება

ნახვები: 457 მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ ამოქმედდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ უახლოს მომავალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წერილებსა და მოსაზრებებს ადვოკატების მეშვეობით, ყოველდღიურად მიიღებს და ყველას უპასუხებს.

„მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოქალაქეებთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში. გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და გიპასუხებთ. „საზოგადოებრივ მისაღებში“ მოსვლა ყველას შეეძლება. ოფისი რამდენიმე დღეში იქნება მზად“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა