Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ყველა ბავშვს, ვისაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, ვუმკურნალებთ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში - ჯანდაცვის მინისტრი

ნახვები: 501 ყველა ბავშვს, ვისაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, ვუმკურნალებთ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში - ჯანდაცვის მინისტრი

ისტორიული პროექტი დავიწყეთ, როცა სახელმწიფომ შეძლო და აიღო სრული გარანტია იმაზე, რომ ყველა ბავშვს, ვისაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, ვუმკურნალებთ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, მათ შორის ყველაზე თანამედროვე მეთოდებით, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პროტონოთერაპი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ყველა საჭიროება დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ.

„ბიუჯეტი არის დაახლოებით 30 მილიონი ლარი, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით და ყველა ის საჭიროება, რაც ექნებათ დაფინანსდება სახელმწიფოსგან. ვვარაუდობთ, რომ წელიწადში დაახლოებით 300-მდე ბავშვი იქნება. ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების შედეგები საკმაოდ მაღალია და მინდა, ყველა პატარას ჯანმრთელობა ვუსურვო. თუ რამე მონაწილეობა ჩვენი მხრიდან იქნება საჭირო, ყოველთვის მზად ვართ.

ჩვენ გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ, რომ აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს მძლავრი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტი. პროექტი უკვე დამუშავების ეტაპზეა და მოვიაზრებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ცალკე მდგომ ბლოკად, სადაც განთავსებული იქნება ბავშვთა ონკოლოგია.

ამასთან ერთად, რამდენიმე წლის განმავლობაში ვიდრე ჩვენ ამ პროექტზე ვიმუშავებთ, გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, პროტონოთერაპიის ცენტრი ქუთაისში. ეს შესაძლებლობა მაგალითად ამ სამი პარტნიორი ქვეყნიდან მხოლოდ ესპანეთს აქვს და არ აქვს თურქეთს, ისრაელს. მერწმუნეთ, ძალიან დიდი საქმეა, რომ საქართველოში იქნება პროტონოთერაპიის ცენტი. ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრის პროექტს ჩვენ რამდენიმე პარტნიორთან ვამუშავებთ, მათ შორის არის ისრაელი, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ჩავიდნენ, თავად ისრაელიდანაც ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ძალიან გვეხმარებიან, რომ საქართველოს სრულყოფილი ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკა ჰქონდეს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა