კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"საქართველო აფხაზეთი არაა, იქ დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს" - კრუიზით ჩამოსული რუსი

ნახვები: 1988 "საქართველო აფხაზეთი არაა, იქ დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს" - კრუიზით ჩამოსული რუსი

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-თი ჩამოსული რუსი ტურისტი ამტკიცებს, რომ "საქართველოს 20% ოკუპირებული არაა". ფორმულასთან საუბრისას მან თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველო არაა".

ამასთან, რუს ტურისტს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი. მან თქვა, რომ "აფხაზეთში ბოლოს 5 წლის წინ იმყოფებოდა".

"ჩვენ რუსეთიდან ვართ, ნოვოსიბირსკიდან. საქართველო და რუსეთი კარგი მეგობრები არიან, აქ ვისვენებთ, საქართველო მოგვწონს, აქ კარგი ხალხია. ეს მხოლოდ მცირე ჯგუფები, ნაცისტები, რომლებსაც ომი უნდათ. ცუდი ადამიანები ყველგან არიან, ცუდი ერები არ არსებობენ, არსებობს ცუდი ხალხი. არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს. რუსეთში საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ხალხი აქ ჩამოდის და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან. აფხაზეთი ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიები არ ვიცი. ჯერ სოჭია, მერე აფხაზეთი, მერე საქართველო. აფხაზეთი საქართველო არაა, არც რუსეთია. მე აფხაზეთში ნამყოფი ვარ, ხალხს ველაპარაკე, მათი აზრი მაინტერესებდა, ვართ თუ არა ოკუპანტები. მათ მითხრეს, რუსები კარგი ხალხი ხართ, ჩამოდით, აქ იცხოვრეთ, იმოგზაურეთო. დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს აფხაზეთში, საზღვარზე", - აცხადებს რუსი ტურისტი. 

 

ფორმულამ  აღნიშნული ინფორმაცია 112-ს მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, 112-ში თქვეს, რომ ინფორმაციას პოლიციას გადასცემენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა