კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-ზე თავდასხმა იქნება

ნახვები: 533 სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-ზე თავდასხმა იქნება

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-ზე თავდასხმა იქნება.

ამგვარად გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

„ჩემს რუს მეგობრებს, რომლებიც საუბრობენ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს იქნება თავდასხმა ნატო-ზე, უკრაინის ნატო-ს ტერიტორიასთან სიახლოვის გათვალისწინებით. დროა, გამოფხიზლდეთ, გააცნობიეროთ, რომ თქვენი ბარბაროსული შეჭრა უკრაინაში არ მუშაობს, გაიყვანეთ და გადაარჩინეთ ბევრი რუსი ახალგაზრდა უაზრო სიკვდილისგან“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა