კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრ ლუკაშენკო - ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება

ნახვები: 528 ალექსანდრ ლუკაშენკო - ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ღმერთმა არ ქნას რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება გახდეს საჭირო. ამის შესახებ ლუკაშენკომ დასახლება ბელოვეჟსკიში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია იმ ბირთვული იარაღის ნახევარი, რომლის განთავსებასაც მეზობელ ქვეყანაში რუსეთი გეგმავს.

„ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის განთავსებას და ატომური ელექტროსადგურის არსებობას პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უსაფრთხოების ფაქტორი უწოდა.

„ბირთვულ ქვეყანას ჯერ არავინ დასხმია თავს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ბელარუსები იარაღს არ აჟღარუნებენ, თუმცა ემზადებიან, ნებისმიერ მომენტში დაიცვან ქვეყანა.

„რთული დროა. ამაზე არ ვისაუბრებ. თქვენ ამას ხედავთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ თქვენ გესმოდეთ: ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, საკმარისი ვიომეთ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. როგორც ისტორიკოსმა, მე ეს კარგად ვიცი. რამდენი ადამიანი დაზარალდა იმ საშინელ ომში, რომლის მოწმეებიც დღესაც ცოცხლები არიან. ყოველ ოჯახში დაიღუპნენ ადამიანები. ამიტომ, მე არ მინდა, რომ ჩემი ხალხი, განსაკუთებით ჩემს დროს, ომობდეს. თქვენ ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობლებთან. ისინი ჩვენთვის ახლობელი ხალხია, უცხოები არ არიან. ბევრი ნათესავია იქ, აქ. ეს საშინელი საქმეა. ვაკეთებთ დასკვნებს, ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული გაკვეთილებია. თუმცა, მინდა, რომ თქვენ გესმოდეთ, ჩვენ იარაღს არ ვაჟღარუნებთ, მაგრამ ვემზადებით, ნებისმიერ მომენტში დავიცვათ საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა