Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯუანშერ ბურჭულაძე - მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს უშუალოდ სტიქიის ადგილზე და ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები

ნახვები: 569 ჯუანშერ ბურჭულაძე - მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს უშუალოდ სტიქიის ადგილზე და ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები

ჩვენ მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს უშუალოდ სტიქიის ადგილზე და ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, მოხდა დროებითი ხიდის მოწყობა, სადაც გაივლის ტექნიკა, რაც გააადვილებს სტიქიის ადგილზე შესვლა.

„აწყობენ კალაპოტს, რომ გადაიაროს სატვირთო ავტომანქანებმაც. ჩვენი ხიდები სპეციფიურია, ლაფზე გასაშლელი ხიდია, იქ ხელს შეუწყობს, რომ ადამიანებმა გააგრძელონ ძიების სამუშაოები. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს. ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები და უფრო მეტი ალბათობაა, რომ იქ აღმოჩნდეს კიდე მიცვალებილები. გარდა ამისა, თქვენ ხედავთ, რომ ტექნიკა გადასულია და საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ დღის წესრიგით და ამ დღის წესრიგით ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, გეგმა შეიცვლება იმის შესაბამისად, თუ რა გვაჩვენებს სურათი. ახლა ცოცხალი ძალა მუშაობს ადგილზე, ხელი არ გვეშლება. თუმცა ხიდს გავშლით შემდეგ, რომ უფრო ღრმად  შევიდეს ცოცხალი ძალა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა