კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ აზარაშვილი - დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი

ნახვები: 431 ზურაბ აზარაშვილი - დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი

ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ცხედრები გადასვენებულია პროზექტურაში, მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები.

მისივე თქმით, სტიქიის ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთხვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სტიქიის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია.

„მინდა, აღვნიშნო იმ სამწუხარო დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება, თითქოს ამ სტიქიის აცილება შეიძლებოდა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია, არასწორი ინფორმაციის გავრცელების მცდელობა, ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რამდენიმე დღე დასჭირდება გარემოს დაცვის დეპარტამენტს და სხვა უწყებებს, რომ დაიდოს შესაბამისი დასკვნები. ამის შემდეგ დადასტურებულად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს არ იყო წინასწარ მოლოდინებთან, თითქოს შეტყობინებებთან დაკავშირებული, რომ ამ სტიქიის აცილება შესაძლებელი იყო“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, სტიქიის ზონაში, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფები და სამედიცინო მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ექიმები.

„ექიმები დაკარგულების ოჯახებთან მორიგეობენ მთელი დღე-ღამის განმავლობაში და იქ სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიურ და სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა