Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მამუკა მდინარაძე - დეზინფორმაციაა, თითქოს წინა დღეებში რაღაც დაფიქსირდა და ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა

ნახვები: 559 მამუკა მდინარაძე - დეზინფორმაციაა, თითქოს წინა დღეებში რაღაც დაფიქსირდა და ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა

უკვე ახალ კამპანიას ვადევნებთ თვალყურს თითქოს, წინა დღეებში რაღაც დაფიქსირდა და ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა. ესეც ცალსახა დეზინფორმაციაა, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა გვიწევს, ესეც უნდა იყოს პასუხგაცემული , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ქვეყანაში არსებობს 200-მდე სადგური, რომელიც წყლის დონის მონიტორინგს ახორციელებს და წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წყლის დონის ცვლილება.

მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოხდა წყლის დაგუბება, ვინაიდან, მონიტორინგის შესაბამის სისტემას არც ეს ფაქტი დაუფიქსირებია.

„ჩვენ ისეთ დეტალებში გავერკვიეთ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაშიც ბუნებრივია, მე პირადად მანამდე არ ვიყავი გარკვეული. ორი დღეა კომუნიკაცია გვაქვს ჰიდროლოგებთან, გეოლოგებთან და ჩვენთვის რომ სიახლეა, ისეთ დეტალებში ჩავედით. მაგალითად, ქვეყანაში 200-მდე სადგური არსებობს წყლის მონიტორინგის ერთიანი სისტემის ფარგლებში, საიდანაც გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გვეუბნებიან, რომ წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წინა დღის განმავლობაში, წყლის დონის ვერანაირი მატება ან კლება.

დეზინფორმაციაა ისიც, რომ იქ დაგუბება იყო. ხან იძახიან, რომ წყლის დონე მატულობდა - არც ერთი და არც მეორე, შესაბამისი მონიტორინგის სისტემას არ დაუფიქსირებია. უამრავი ასეთი დეზინფორმაციაა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს კამპანიური ხასიათი. ყველა მათგანს გაეცემა პასუხი, მაგრამ დღეს, როდესაც ასეთი ტრაგედია ტრიალებს, როდესაც ამ სტიქიის შედეგებს ებრძვის სახელმწიფო, არ უნდა გვჭირდებოდეს პარალელურ რეჟიმში დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არ უნდა გვჭირდებოდეს ამ თემებზე საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა