კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფსიქოლოგებიც გვჭირდება, ისეთი საშინელება გავიარეთ, მთავრობიდან დახმარება არ მიგვიღია - დავით ჯელაძე

ნახვები: 561 ფსიქოლოგებიც გვჭირდება, ისეთი საშინელება გავიარეთ, მთავრობიდან დახმარება არ მიგვიღია - დავით ჯელაძე

შოვის ტრაგედიიდან თორმეტი დღის შემდეგ სახელმწიფო მეწყერს გადარჩენილ მოქალაქეებზე არ ზრუნავს. სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ამბობს, რომ არცერთ უწყებას მისი ოჯახის არცერთ წევრთან არ დაურეკავს და არ მოუკითხავს თუნდაც მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

"ფსიქოლოგებიც გვჭირდება, ალბათ, ისეთი საშინელება გავიარეთ, არანაირი დახმარება მთავრობიდან არ მიგვიღია, არანაირი მანუგეშებელი სიტყვა, არანაირი ზარი. ჩემი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ხომ არ დაურეკავთ - მე ვეუბნებოდი, რომ ნუ ჩქარობთ, დაგვირეკავენ, ალბათ, და ყველაფერი თავის დროზე იქნება - ჯერ შოვის ტრაგედიაა, იქ ადამიანებს ეძებენ, ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე დაგვირეკავენ და მოგვიხდიან მადლობას გმირული საქციელის გამო, იმ სიტუაციიდან რომ გამოვძვერით, ღმერთმა გადაგვარჩინა, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მოვკვდებოდით ჩვენ,“ - ამბობს დავით ჯელაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა