კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვედანტ პატელი - აშშ გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე

ნახვები: 557 ვედანტ პატელი - აშშ გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე

შეერთებული შტატები გმობს რუსეთის განგრძობით თავდასხმებს უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში და მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პუტინი, უბრალოდ, არ ზრუნავს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. კრემლის ასეთი ქმედებები უარყოფითად აისახება უკრაინელ ფერმერებზე და მსოფლიოს მასშტაბით იმ ხალხზე, ვინც ყველაზე დაუცველია სურსათის მხრივ. რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გაანადგურა ათასობით ტონა უკრაინული მარცვლეული, მარცვლეული, რომელიც მიეწოდება გლობალურ ბაზრებს“, – აღნიშნა პატელმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე გასულ ღამეს, მაგრამ ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს, „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა ხელშეკრულება დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა