კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მთიანი ყარაბაღის ე.წ. სამშვიდობო მისიაში რუსული ვეტმფრენები ერთვებიან

ნახვები: 227 მთიანი ყარაბაღის ე.წ. სამშვიდობო მისიაში რუსული ვეტმფრენები ერთვებიან

რუსული მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სამშვიდობო ოპერაციებში „მი-8" და „მი-24" ტიპის სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს რუსეთმა მთიან ყარაბაღში 414 რუსი სამშვიდობო, რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანა, ტექნიკა და რვა სამხედრო ვერტმფრენი და დრონი გააგზავნა. მთიან ყარაბაღში რუსული კონტინგენტი, საერთო ჯამში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ერთეულით ავტომობილითა და სხვა ტექნიკით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით 9 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობებთან ერთად რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებასაც ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა