ევრო 2024 | შოტლანდია - შვეიცარია 1:1
ევრო 2024 | გერმანიამ უნგრეთი 2:0 დაამარცხა
საქართველოში სომხეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
ევრო 2024 | ხორვატიის ნაკრებმა ალბანეთთან ფრედ 2:2 ითამაშა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8071 ლარი გახდა
ელჩი - საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება

„ქართულმა ოცნება“ მის მიერ დაგროვებულ ღვარცოფს, ტალახს და შლამს გადაყვება

08.23.2023 | 12:33 ნახვები: 1870

თუ ვინმეს რამე აქვს ახლა დასაკარგი, ეს ნამდვილად „ქართული ოცნებაა“ და მიდის ყველაფერზე ეს ხელისუფლება. რეალურად მათ მისაკუთრებული აქვთ ქართული სახელმწიფო, მისაკუთრებული აქვთ ქართველი ხალხის კუთვნილი ყველა სიმდიდრე, რაც კი არსებობს, ბუნებრივი წიაღისეულიდან დაწყებული, ბიუჯეტით დასრულებული. ამ ყველაფერს კარგავენ.

იციან, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. არც ერთ პოლიტიკურ კონფიგურაციაში, რომელიც კი პროგნოზირებადია, რომ აეწყოს ქვეყნის შინ და ქვეყნის გარეთ, „ქართული ოცნება“ არ მოიაზრება. ახლა რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური სიცოცხლის ბოლო რესურსების მოკრება, რომ როგორღაც შეინარჩუნონ ის, რაც რეალურად უკვე დაკარგული აქვთ. უბრალოდ, ვერ გრძნობენ ამას, ამ ყველაფერს გაფორმება სჭირდება.

ყოველ ჯერზე, როდესაც ხელისუფლებას არ ყოფნის არგუმენტები, რომ ოპონენტებს პასუხი გასცეს, ისინი იწყებს შანტაჟის ენით საუბარს. მაგალითად, მე ერთი რამ მიკვირს, თეა გოდოლაძე მოძალადეა, ძალიან მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრება აქვს თუ სხვა, ამას რა მნიშვნელობა აქვს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელსაც თეა გოდოლაძე სვამს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით?! მაინტერესებს, ვინმესთვის აქვს ამას მნიშვნელობა? ეს არის იმის საპირწონე, რასაც თეა გოდოლაძე ამბობს?! ჯერ ერთი, ესეც დასადასტურებელია, რამდენად არის სიმართლე, მეორეც, ან ეს გადაწონის იმას, რა ტიპის ძალადობაც 11 წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებაზე „ქართულ ოცნებას“ აქვს?! ამას გადაწონის?!

თეა გოდოლაძის მიერ დასმული კითხვების გარდა, ისედაც თვალსაჩინო ფაქტი იყო და შეუიარაღებელი თვალით ჩანდა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, გულგრილობის თუ დანაშაულებრივი არაპროფესიონალიზმის გამო, რომ ამას  პროფესიონალის შეფასებებიც კი არ სჭირდებოდა. ეს მთელი საზოგადოებისთვის არის ცნობილი.

როგორი ღვარცოფი, ტალახი და შლამიც მთელი 11 წლის განმავლობაში დააგროვა „ქართულმა ოცნებამ“, სიბინძურე და ჭუჭყი ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ამ ღვარცოფს გადაყვებიან ეგენი.

მთელ საქართველოს ხომ ვერ გააჩუმებენ? ყველას ხომ ვერ დააშანტაჟებენ? ამდენს ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ მთელი საქართველოს გაჩუმება და დაშინება, იქნება შეუძლებელი. თუ რამე დასაკარგი შეიძლებოდა ჰქონოდა ქართველ ხალხს, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ყველაფერი დააკარგვინა ჩვენს საზოგადოებას. რაღა აქვს ქართველ ხალხს დასაკარგი, ძალიან მაინტერესებს?! ამიტომ ხალხს ვერ გააჩუმებენ, ბუნებრივია! „ქართული ოცნება“ დაასრულებს ისე მძიმედ, როგორც არც ერთ ხელისუფლებას ჯერ არ დაუსრულებია საქართველოში!

თავადვე აღრმავებენ ეჭვებს თავისი საქციელით და ეს ძალიან თვალსაჩინოა. იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტი დისკუსია ამ თემაზე, საერთოდ არ არის საჭირო. შოვის ტრაგედია იყო ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის,  დანაშაულებრივი არაპროფესიონალიზმის და დანაშაულებრივი ცინიზმის შედეგი!

ფაქტია, ახლა პერიოდია ისეთი, რომელიც არასოდეს გამოირჩევა მაღალი პოლიტიკური აქტივობით. მოვა შემოდგომა და როგორც წესია, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ჩვენც ასე დავითვლით „ქართული ოცნების“ ნამოქმედარს. არა მარტო შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, არამედ ძალიან ბევრ რამესთან დაკავშირებით, რაც წლებია გროვდება. მერწმუნეთ, საკმაოდ ბევრი გვაქვს დასათვლელი. ძალიან ბევრი ქვაა შეგროვილი იმისთვის, ქვების სროლის ჟამი დადგეს „ქართული ოცნებისთვის“. იმედია, ამ ბიბლიურ ფრაზას, ჟამი ქვების შეგროვებისა და ჟამი ქვების სროლისა, პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგებენ. მათგან არც ესაა გასაკვირი, რომ პირდაპირ გაიგონ.

რამდენის უფლებასაც მივცემთ, იმდენს გააკეთებენ. სწორედ ამიტომ ვამბობ, სხვა ამოცანა და დღის წესრიგი ქართველ ხალხს არა აქვს, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურ პრესინგში ჰყავდეს ხელისუფლება და პასუხი აგებინოს ყველა თავის ჩადენილ დანაშაულზე! ცხელი შემოდგომაო და შემოდგომაზე ამათ მარტო კი არ უნდა დასცხეთ, ხან უნდა სცხელოდეთ და ხან სციოდეთ. აი ასეთი შემოდგომა უნდა ჰქონდეთ, როდესაც ციებ-ცხელება დაემართებათ.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

„ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა