პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

FIBA-ს ახალი პრეზიდენტი შეიხი საუდ ალი ალ თანი გახდა

ნახვები: 524 FIBA-ს ახალი პრეზიდენტი შეიხი საუდ ალი ალ თანი გახდა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კალათბურთი მმართველმა ორგანიზაციამ, FIBA-მ მანილაში კონგრესი ჩაატარა და ახალი პრეზიდენტი აირჩია.

მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ორგანიზაციას კატარელი შეიხი საუდ ალი ალ თანი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა FIBA-ში. ის ასევე იყო FIBA აზიის პრეზიდენტი 2002 წლიდან. შეიხმა პოსტზე ჰამანე ნიანგი შეცვალა, რომელიც სექსუალურ შევიწრობაში ამხილეს.

„ჩემთვის პატივია, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. ეს დიდი მიღწევაა კატარისთვის და აზიისთვის. ახლა მე ვიქნები 212 ფედერაციის ინტერესების დამცველი მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან.

კალათბურთი გლობალური სპორტია. გპირდებით, რომ თავდაუზოგავად ვიშრომებ ჩვენი სპორტისა და FIBA-ს წინსვლისთვის“, – განაცხადა საუდ ალი ალ თანიმ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 25 აგვისტოს დაიწყება. პლანეტის პირველობას ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა