პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დავით კირკიტაძე - მიშელის განცხადებით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია

ნახვები: 499 დავით კირკიტაძე - მიშელის განცხადებით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია

ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, შარლ მიშელმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რითიც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპის გაფართოება შეუქცევადი პროცესია, ჩვენი ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ და რუსეთის სახით ამ გზაზე ბარიერი რჩება, თუმცა ეს ბარიერიც გადაილახება.

„სამწუხაროდ, ამ გზაზე ორი ბარიერი რჩება: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არც სტატუსი მიიღოს და არც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვიყოთ; რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ისედაც იცოდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სწრაფვა ისტორიულ ადგილზე დაბრუნებისკენ, რომ ამ ბარიერს გადავლახავთ, სტატუსს მივიღებთ და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა