პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

„არის საკვების მიღების პრეცედენტი“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

ნახვები: 618 „არის საკვების მიღების პრეცედენტი“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

„არის საკვების მიღების პრეცედენტი და ბუნებრივია, კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ", - განაცხადა დრეს, 25 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, როცა ადამიანი იღებს შიმშილობის გადაწყვეტილებას, ისიც გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ყველაფერ ამას გარკვეული უარყოფითი ტენედენცია მოჰყვება.

„როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, ის რასაც ის აკეთებს, ბუნებრივია არის მოსალოდნელი გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ გუშინ გადასხმა გაკეთდა, არის საკვების მიღების პრეცედენტი და ბუნებრივია, კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ....

რაც შეეხება თაფლის მიღებას, ამაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე არ ვიცი, ყურმოკვრით გაგონილ ინფორმაციებზე ვერ ვისაუბრებ, თუ ჩათვლის იუსტიციის სამინისტრო საჭიროდ, ამაზე განცხადებას გააკეთებენ",- განაცხადა კობახიძემ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა